საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 125
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტისწიგნის ბაზრობის ორგანიზატორს„ AuM“ -ს შორის გასაფორმებელი „საპატიო სტუმრის შეთანხმების“ პროექტის შესახებ
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის № 139 დადგენილების შესაბამისად,მოწონებულ იქნეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორს „ AuM“ -სშორის გასაფორმებელი „საპატიო სტუმრის შეთანხმების“ პროექტიდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიეცეს თანხმობა, შეთანხმების ტექსტში დავების გადაწყვეტის მექანიზმად განსაზღვროს სასამართლო „ AuM“ -ის ადგილსამყოფელის მიხედვით და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი