შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 82–ე კმ–ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
121
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016538
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის 82–ე კმ–ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 121

2014 წლის 27 იანვარი

 ქ. თბილისი

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 82-ე კმ-ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის შესახებ

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 82-ე კმ-ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენის მიზნით , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა:

ა) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,2014 წელს გამარტივებული შესყიდვით უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 82-ე კმ-ზე (დაბა ხულოს გასასვლელი) არსებული დაზიანებული ქვედა საყრდენი კედლის და ჩაწყვეტილი მიწის ვაკისის აღდგენითი სამუშაოებისგანხორციელება;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს ,,საქართველოს 201 4 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ,,გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი –25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან .

 

პრემიერ-მინისტრი                          ირაკლი ღარიბაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია