საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №604
1998 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
კ. ასათიანისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს კ. ასათიანს, რათა საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს შეთანხმებას საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და რუმინეთის მთავრობას შორის სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ.
ე. შევარდნაძე