საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 119
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2014 წლის განმავლობაში ამ განკარგულების დანართით განსაზღვრულ საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, ამავე დანართში განსაზღვრული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „ გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ “ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს მითითებული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ - მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
1. 2014 წლის საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობები
IMTM თელ-ავივი, ისრაელი 11-12 თებერვალი
BALTTOUR რიგა, ლატვია 7-9 თებერვალი
BIT მილანი, იტალია 13-15 თებერავლი
TOUREST ტალინი, ესტონეთი 14-16 თებერვალი
ITB ბერლინი, გერმანია 5-9 მარტი
UITT კიევი, უკრაინა 26-28 მარტი
AITF ბაქო, აზერბაიჯანი 3-5 აპრილი
COTTM პეკინი, ჩინეთი 9-11 აპრილი
KITF ალმა-ატა, ყაზახეთი 23-25 აპრილი
ATM დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები 5-8 მაისი
IMEX ფრანკფურტი, გერმანია 20-22 მაისი
KOTFA სეული, სამხრეთ კორეა 29 მაისი - 1 ივნისი
JATA ტოკიო, იაპონია 25-28 სექტემბერი
POZNAN International Travel Fair პოზნანი, პოლონეთი 17-20 ოქტომბერი
WTM ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 3-6 ნოემბერი
EIBTM ბარსელონა, ესპანეთი 18-20 ნოემბერი
2. შესასყიდი მომსახურება
● სტენდის მშენებლობა;
● სტენდის აღჭურვილობის დაქირავება;
● სტენდის მობილური კონსტრუქციის შექმნა;
● სტენდზე გასართობი ღონისძიებების მოწყობა (კონცერტი, შოუ, დეგუსტაცია და სხვა);
● პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების მოწყობა;
● პიარაქტივობისა და მარკეტინგული კომპანიის დაქირავება;
● გამოფენის ფარგლებში გასავრცელებელი მოსაწვევების ბეჭდვა.