საქართველოს მთავრ ობის
განკარგულება № 98
2014 წლის 27 იანვარი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 6 მუხლისა და ,, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ( გაუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის № 330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (2014 წლის 06 იანვარი, № 5/176) განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონებ ის (სკვერები) ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
2 . ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
| № | მისამართი | შენობა - ნაგებობა | მიწის ნაკვეთი ( არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების ) | საკადასტრო კოდი |
| 1 | ქარელის მუნიციპალიტეტი , სოფ . ზემო ხვედურეთი | N01/1 | 211 კვ . მ . | 68.17.52.171 |
| 2 | ქარელის მუნიციპალიტეტი , სოფ . დირბი | სკვერი | 214 კვ . მ . | 68.12.47.111 |
| 3 | ქარელის მუნიციპალიტეტი , ცაბაძის ქუჩა | სკვერი | 3283 კვ . მ . | 68.10.44.299 |
| 4 | ქარელის მუნიციპალიტეტი სოფ . ატოცი | სოფელი ატოცის სკვერი | 497 კვ . მ . | 68.01.43.086 |
| 5 | ქარელის მუნიციპალიტეტი , 9 აპრილის ქუჩა | სკვერი | 380 კვ . მ . | 68.10.45.372 |
| 6 | ქარელის მუნიციპალიტეტი , ვაჟა - ფშაველას ქუჩა | სკვერი | 1228 კვ . მ . | 68.10.49.258 |