სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქ. რუსთავის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
96
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-01-27
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016528
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქ. რუსთავის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრ ობის

განკარგულება № 96

2014 წლის 27 იანვარი

  ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თვითმმართველი ქ. რუსთავის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე - 6 მუხლისა და ,, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ( გაუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის № 330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (2014 წლის 6 იანვრის, №5/164) ქ. რუსთავში, ბათუმის ქ. №17-ში მდებარე შენობის მესამე სართულზე არსებული 253.36 კვ.მ. ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი №02.05.06.036.01.515 – თვითმმართველი ქ. რუსთავის ტერიტორიული ორგანოს შენობა) თვითმმართველი ქ. რუსთავის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით б საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ -მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია