საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №542
1998 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ჯ. მიქელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ჯიმი მიქელაძეს უფლებამოსილება, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის წევრი ქვეყნების მთავრობებს შორის დანაშაულთან, კერძოდ მის ორგანიზებულ ფორმებთან ბრძოლის თაობაზე“.
ე. შევარდნაძე