თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "გუდვილი"-ს რეაბილიტაციის დაწყების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სასამართლოს აქტები
დოკუმენტის ნომერი
2/13628-13
მიმღები ორგანო
თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი
2014-01-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-03
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება შპს "გუდვილი"-ს რეაბილიტაციის დაწყების შესახებ

საქმე №2/13628-13                                                                                                

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

2014 წელი   30 იანვარი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

 

მოვალე - შპს „ გუდვილი ” ( ს . კ   206343991)

დირექტორი – ბესიკ ჯიქურაული

წარმომადგენლები   – 1. ლაშა ნოდია

                              2. დავით გლუნჩაძე ,

 3. თეა ზაალიშვილი ,

 4.  ნინო გელაშვილი .

 

მეურვე აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენლები - 1. ნათია სახოკია ,

                              2. თამაზ კიკიანი ,

 3. ვასილ ხაჭაპურიძე .

 

 

მოთხოვნა –   მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

2014  წლის 30 იანვარს კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა მომრიგებელთა საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,გუდვილის’’ მიმართ რეაბილიტაციის დაწყების შესახებ . კრედიტორებმა მხარი დაუჭირეს რეაბილიტაციის პროცედურის დაწყებას .

     

სასამართლო გაეცნო საქმეში არსებულ მასალებს , მოუსმინა კრედიტორთა მოსაზრებებს , მიიჩნია , რომ რეაბილიტაციის პროცედურის დაწყება საფუძვლიანია და   უნდა დაკმაყოფილდეს .

 

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ ’’ მე -7, მე -8, 27- ე , 28- ე , 33- ე და 43- ე მუხლებით ,  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-284-ე მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. დამტკიცდეს 2014 წლის 13 იანვრის მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს ,,გუდვილის’’ მიმართ რეაბილიტაციის განხორციელების პროცედურის დაწყების შესახებ ;

 

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge .

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში .

 

  მოსამართლე                                                  თამარ ჭუნიაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია