„სს „კორ სტანდარტ ბანკისთვის“ უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის №991 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1079
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სს „კორ სტანდარტ ბანკისთვის“ უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის №991 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1079

2013 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„სს „კორ სტანდარტ ბანკისთვის“ უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის №991 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სს „კორ სტანდარტ ბანკისთვის“ უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის №991 განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს (შემდგომში - შემოსავლების სამსახური), რომ სს „კორ სტანდარტ ბანკს“ იჯარის ფორმით, აუქციონის გარეშე, 2014 წლის 1 იანვრამდე გადასცეს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული უძრავი ქონება.“.

2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - შემოსავლების სამსახურმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, განახორციელოს სათანადო ცვლილება სს „კორ სტანდარტ ბანკთან“ (ს/ნ 204546045) 2010 წლის 27 აგვისტოს გაფორმებულ იჯარის ხელშეკრულებაში.

პრემიერ-მინისტრი                                                      ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია