საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1065
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1065

2013 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. ქალაქ თელავში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (შემდგომში ‑ ფონდი) გამოუყოს 1 450 000 (ერთი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია