საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5244
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-07-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-27
სარეგისტრაციო კოდი
020.080.000.05.001.002.980
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახე

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1794-1795 მუხლები:

     „მუხლი 1794. საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ღვინის ლაბორატორიული გამოცდის ოქმის გაყალბება, სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ღვინის სერტიფიკატის გაყალბება

1. საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ღვინის ლაბორატორიული გამოცდის ოქმის გაყალბება, სერტიფიკაციის ორგანოს მიერ ღვინის სერტიფიკატის გაყალბება, მათში არასწორი მონაცემების განზრახ შეტანით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

    მუხლი 1795. ღვინის სერტიფიკატში მითითებული პროდუქციის შეუსაბამო პროდუქციის საექსპორტო პარტიაში განთავსება ან ექსპორტი

1. ღვინის სერტიფიკატში მითითებული პროდუქციის შეუსაბამო პროდუქციის საექსპორტო პარტიაში განთავსება ან ექსპორტი, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.“.

2. 239-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 ნაწილი:

„391. ამ კოდექსის 1794-1795 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს ადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფლებამოსილი მოხელე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5244–რს

კრებსითი — სრული ვერსია