საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1049
2013 წლის 14 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის სამსახურებრივი ავტომანქანების ზღვრული ნორმატივის განსაზღვრის შესახებ
„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს №364 ბრძანებულების 21 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის სამსახურებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი მსუბუქი ავტომანქანების ზღვრული ნორმატივი განისაზღვროს 6 ერთეულით.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი