„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1036
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-06
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1036

 2013 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №7 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისსაფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსათვის გამონაკლისის დაშვების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 იანვრის №7 განკარგულებაში და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და სამინისტროს მიეცეს თანხმობა 2013 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განსაზღვროს 20 ერთეულით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია