|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №17 დადგენილებით (სსმ V, 30.07.2010 წ., №3, მუხ.41, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.117.000030) დამტკიცებული დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
მე-8 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გარდა, მუნიციპალიტეტის გამგებელი გამოსცემს ბრძანებას: ა) ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პირის სტაჟიორად მიღების, სტაჟირების შეწყვეტის ან/და დასრულების შესახებ; ბ) შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიული და წლიური გეგმების შეთანხმების, შიდა აუდიტორული დავალების გეგმების შეთანხმების და შიდა აუდიტის/ინსპექტირების დაწყების ან/და დასრულების შესახებ.“. |
ბ)
მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) შიდა აუდიტის სამსახური.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|