საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 103 5
2013 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის „ღამის სერენადები“ ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 68 440 (სამოცდარვა ათას ოთხას ორმოცი) ლარი.
პრემიერ‑მინისტრი ბ . ივანიშვილი