სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები ხელშეკრულების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1030
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-02
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-02
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები ხელშეკრულების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1030

 2013 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები ხელშეკრულების თაობაზე

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს მაგისტრალური გაზსადენის 43-კილომეტრიანი მონაკვეთის „გორი-ქარელი და ზესტაფონი-ქუთაისი” მშენებლობისათვის საჭირო მასალების შესყიდვის უზრუნველსაყოფად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ და USAID-ს შორის დასადები პროექტის დაფინანსების ხელშეკრულება.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია