„პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის №113 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
256
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის №113 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №256

2009 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის №113 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის „პროფესიული განათლება დასაქმებისათვის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 მარტის №113 განკარგულებით დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. პროექტში მონაწილეობის კრიტერიუმები

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფიზიკურსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს, რომელთა ბრუნვა 2008 წელს აღემატება 500 000 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის ბრუნვა 2008 წელს არ აღემატება 500 000 ლარს, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის აუცილებელია საბანკო გარანტიის წარდგენა 50 000 ლარის ოდენობით.“.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია