საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 304
2006 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
ლ. ბეგიაშვილის საქართველოს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ
1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრის მურმან ქურიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტზე „ვაზისა და ღვინის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ლილი ბეგიაშვილი.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი