ლ. ბეგიაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
276
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-06-16
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ლ. ბეგიაშვილის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №276

2006 წლის 16 ივნისი

ქ. თბილისი

ლ. ბეგიაშვილის საქართველოს მთავრობის  საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ  კანონპროექტებზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

1. „საპარლამენტო მდივნის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად „სურსათისა და თამბაქოს შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” და „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ლილი ბეგიაშვილი.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

 

პრემიერ-მინისტრი          ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია