აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად თანხმობის გაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
250
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-31
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად თანხმობის გაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №250

2009 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად თანხმობის გაცემის შესახებ

1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის №219 დადგენილების შესაბამისად, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის განხორციელებისათვის, მიეცეს თანხმობა ორგანიზაცია The HALO Trust-ს (The Hazardous Areas Life-support Organization), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიტანოს გამნაღმველის აღჭურვილობა და განაღმვისათვის საჭირო ტექნიკა ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

2. საქართველოს მთავრობის უპირობო გადაწყვეტილებით ეს განკარგულება ნებისმიერ დროს შეიძლება გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია