„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
206
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-05-09
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №206

2007 წლის 9 მაისი

ქ. თბილისი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

შეტანილ იქნეს ცვლილება „ადგილობრივი თვითმმარ­თველი ერთეულებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯე­ტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 6 თებერვლის №64 განკარგულებაში და პირველი პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ზ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამო­ეყოს 3 260 000 ლარი (სამი მილიონ ორას სამოცი ათასი ლარი) სანიაღვრე არხების, გარე განათების ქსელის, გზებისა და მრავალსართულიანი სახლების სახურავების რეაბილი­ტაციის, საკანალიზაციო ქსელების მოწყობის, აგრეთვე ფასა­დების შეკეთება-შეღებვისათვის;“.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია