„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
203
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №203

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 12 იანვრის №2 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოუყოს 22 450 000 (ოცდაორი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

ა) ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემის სატუმბი სადგურის, სატუმბი სადგურის გარე ელექტრომომარაგების 35-კილოვატიანი ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისათვის – 10 100 000 (ათი მილიონ ასი ათასი) ლარი;

ბ) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გზების, სადრენაჟო სისტემების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გარე ქსელების პროექტირებისა და მშენებლობისათვის – 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი;

გ) გორის, ქარელის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში წყალმომარაგების გაუმჯობესების ღონისძიებებისათვის – 7 000 000 (შვიდი მილიონი) ლარი;

დ) თვითმმართველ ქალაქ ფოთში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის თანადაფინანსებისათვის – 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;

ე) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის შეძენილ ტექნიკაზე დამატებითი ღირებულების გადასახადისა და საბაჟო მოსაკრებლისათვის – 1 750 000 (ერთი მილიონ შვიდას ორმოცდაათი ათასი) ლარი.“.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური 

კრებსითი — სრული ვერსია