საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2009 წლის განმავლობაში საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
198
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-19
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2009 წლის განმავლობაში საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №198

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2009 წლის განმავლობაში საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ 2009 წლის განმავლობაში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განახორციელოს საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე საექსპერტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სააგენტოსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი: 32 14 01 03) საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია