საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის უზრუნველყოფისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
195
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის უზრუნველყოფისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  საქართველოს მთავრობის

განკარგულება №195

2009 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის უზრუნველყოფისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №45 დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ:

ა) „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დამტკიცებულ ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და დაამატოს ორგანიზაციული კოდი „23 18 – საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა“;

ბ) „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთვარობის სარეზერვო ფონდიდან ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციულ კოდში განახორციელოს თანხების გადატანა – კვარტალში არა-უმეტეს 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია