საქართველოს მთავრობის
განკარგულება №194
2009 წლის 12 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების (მუსიკალური საკრავები) არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიული პირებისათვის თხოვების ფორმით გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად არასამეწარმეო და სამეწარმეო იურიდიულ პირებს არსებობის ვადით, თხოვების ფორმით გადაეცეთ მოძრავი ქონება (მუსიკალური საკრავები) დანართის მიხედვით.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
არასამეწარმეო