საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
463
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-08-29
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 463

2007 წლის 29 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „ საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქარ-თველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს გამოუყოს 561 791 (ხუთას სამოცდაერთი ათას შვიდას ოთხმოცდათერთმეტი) ლარი 2007 წლის 25-26 სექტემბერს ქ. თბილისში საერთაშორისო კონფერენციის – სტრატეგიული კომუნიკაცია ტურიზმის სფეროში „ TOUR-COM “ -ის გასამართავად.

2. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტის შესაბამისად კონფერენციის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა შესყიდვები განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

  პრემიერ-მინისტრი                                                ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია