შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს კასპის სატყეო უბნის მიწებიდან 1.124 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
443
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-08-22
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს კასპის სატყეო უბნის მიწებიდან 1.124 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №443

2007 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს კასპის სატყეო უბნის მიწებიდან 1.124 ჰექტარი ფართობის ამორიცხვის შესახებ

1. „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ფართობების ამორიცხვისა და ჩარიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 მაისის №96 დადგენილების შესაბამისად მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუ­წყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენ­ტის წინადადება, საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის რეკომენდაცია (კომისიის 2007 წლის 26 ივლი­სის სხდომის ოქმი №19) და ნატახტარი-აღაიანის საავტო­მობილო მაგისტრალის მშენებლობის საჭიროებიდან გამომდინარე სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებიდან ამოირიცხოს 1.124 ჰექტარი ფართობი საქართ­ველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაცემის მიზნით, აქედან: შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს კასპის სატყეო უბუნის №11 კვარტალის №20 ლიტერიდან – 0.288 ჰექტარი, №12 კვარტალის №3 ლიტერიდან – 0.56 ჰექტარი, №12 კვარტალის №6 ლიტერიდან – 0.276 ჰექტარი.

2.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია