საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 428
2007 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
„ ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ № 95ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობებისა და მათზე დამაგრებული მიწის ფართობის ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ “ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების დამტკიცების თაობაზე
1. „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება „ ქ. თბილისში, წერეთლის გამზირ № 95ა-ში მდებარე შენობა-ნაგებობებისა და მათზე დამაგრებული მიწის ფართობის ქალაქ თბილისის საკუთრებაში გადაცემის შესახებ “ (საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 აგვისტოს № 1-1/1218 ბრძანება).
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი