შეტანილ ქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელის თანამდებობათა დასაკავებელად კონკურსისის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ნოემბრის №36 დადგენილების (სსმ. 03/12/2013; სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016143) დანართის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თვითმმართველობის მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობის შედგენას უზრუნველყოფს: საკრებულოში – საკრებულოს აპარატის უფროსი, მუნიციპალიტეტის გამგეობაში – ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება შესაბამისი მოხელის უშუალო ხელმძღვანელთან ერთად. ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობას (თანამდებობრივ ინსტრუქციას) გამგებლის წარდგენით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.
|