|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ციფრული მაუწყებლობის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო). |
| მუხლი 2 |
სააგენტოს უფლებამოსილება განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. |
| მუხლი 3 |
სააგენტოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. |
| მუხლი 4 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ:
1. განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი. 2. უზრუნველყოს სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. |
| მუხლი 5 |
დადგენილება, გარდა მე-3 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 6 |
დადგენილების მე-3 მუხლი ამოქმედდეს 2014 წლის 14 თებერვლიდან. |
|