თვითმმართველი ქალაქი თბილისისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავისათვის სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
165
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-03
გამოქვეყნების თარიღი
2009-03-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
თვითმმართველი ქალაქი თბილისისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავისათვის სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №165

2009 წლის 3 მარტი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ქალაქი თბილისისა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავისათვის სანიტარიული პირობების გაუმჯობესების მიზნით სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიეცეთ სესხის აღების ნებართვა თვითმმართველ ქალაქ თბილისს 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარისა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავს 246 000 (ორას ორმოცდაექვსი ათასი) ლარის ოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნების შესაძენად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია