საქართველოს მთავრობის
განკარგულება №509
2013 წლის 30 მაისი
ქ. თბილისი
კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების (CG DPO II) მსოფლიო ბანკის: საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხების ფინანსური პირობების შესახებ
მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადება კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების (CG DPO II) მსოფლიო ბანკის: საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) სესხ ები ს ძირითადი ფინანსური პირობები ს შესახებ :
საერთაშორისო განვითარების ასოციაცია (IDA)
სესხის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 25 წელი (შეღავათიანი პერიოდის ჩათვლით)
შე ღ ავათიანი პერიოდი: 5 წელი
საპროცენტო განაკვეთი: ფიქსირებული 2%.
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD)
სესხის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 25 წელი (შეღავათიანი პერიოდის ჩათვლით)
შე ღ ავათიანი პერიოდი: 10 წელი
საპროცენტო განაკვეთი: Libor-ზე დაფუძნებული ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი