„შ. თადუმაძისა და ი. ხმალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 მაისის №494 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
501
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-05-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„შ. თადუმაძისა და ი. ხმალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 მაისის №494 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №501

2013 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 „შ. თადუმაძისა და ი. ხმალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებ ად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 მაისის № 494 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,  „შ. თადუმაძისა და ი. ხმალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლებ ად დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 23 მაისის № 494 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების სათაური და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი. ხმალაძის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტზე მომხსენებლად დანიშვნის შესახებ

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესი თ წარდგენილ კანონპროექტზე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე.“.

2. განკარგულება ძალაშია 2013 წლის 28 მაისიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                         ბ . ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია