საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
145
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2013-02-07
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 145

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიისათვის თანხის გამოყოფის თაობაზე

ევ­როატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუფე­რ­ხე­ბე­ლი და თანმიმდევრული განხორციელების მიზნით აუცილებელი მომსა­ხურების შეძენის ხარჯების დასაფინანსებლად, საქართველოს ფი­ნანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სა­ქართველოს მთა ­ვ ­რობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს მთავრო­ბის კანცელარიას გამოუყოს 700 000 (შვიდასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

პრემიერ‑მინისტრი                      ბ . ივანიშვილი  

კრებსითი — სრული ვერსია