საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 142
2013 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მსუბუქი ავტომანქანების ზღვრული ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის № 2153 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მსუბუქი ავტომანქანების ზღვრული ნორმატივის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის № 2153 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 11 აგვისტოს № 364 ბრძანებულების 21 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის სამსახურებრივი მიმოსვლისათვის მსუბუქი ავტომანქანების ზღვრული ნორმატივი განისაზღვროს 79 ერთეულით.“.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი