იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის შეშით მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
415
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის შეშით მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №415

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების ზამთრის სეზონისათვის შეშით მომარაგების უზრუნველყოფის შესახებ

1. 2007–2008 წლის ზამთრის სეზონის მზადებასთან დაკავშირებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (გ. ხევიაშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „დევნილთა შენახვის ხარჯები ორგანიზებულად ჩასახლების ადგილებზე“ ასიგნებიდან 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი მიმართოს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების შეშით უზრუნველსაყოფად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                        ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია