საქართველოსიუსტიციისუმაღლესისაბჭოს
გადაწყვეტილება № 1/2 33
2013 წლის 2 7 დეკემბერი
ქ.თბილისი
„მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308
გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 9 ოქტომბრის №1/308 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წეს ში “შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოსსაქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით , სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. “;
ბ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 14. კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა. “.
2. ეს გადაწყვეტილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
ლევან მურუსიძე
საქართველოსიუსტიციის
უმაღლესისაბჭოსმდივანი