„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში გაფორმებულ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
126
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში გაფორმებულ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 126

2013 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში გაფორმებულ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის № 139 დადგენილების შესაბა­მისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი შეთანხმება შპს „მა­რაბდა-კარწახის რკინიგზასა“ და ღია სააქციო საზოგადოება „აზერი­ოლ­სერვისს“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) შორის გაფორმებულ „ახალქა­ლა­ქის სარკინიგზო სადგურის ვაგზლის სამშენებლო სამუშაოების შეს­ყიდვის შესახებ“ 2011 წლის 29 სექტემბრის №136 ხელშეკრულებაში ცვლი­ლებების შეტანის შესახებ“ (ხელშეკრულება მოწონებულია საქარ­თვე­ლოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის №1875 განკარგულებით).

პრემიერ-მინისტრი            ბ . ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია