საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 121
2013 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „ELENIL TO GEO RGIA“-ს შორის დასადები ხელშეკრულების თაობაზე
„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის № 139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს სახელმწიფოსა და კომპანია „ELENIL TO GEO RGIA“-ს შორის XIH სალიცენზიო ბლოკზე გასაფორმებელი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი