საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსს“, Trans Electrica Limited-ს და Trans Electrica Georgia LTD-ს შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
120
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსს“, Trans Electrica Limited-ს და Trans Electrica Georgia LTD-ს შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 120

2013 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსს“, Trans Electrica Limited-ს და Trans Electrica Georgia LTD -ს შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტრო­ენ­ერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „ენერგოტრანსს“, Trans Electrica Limited-ს და Trans Electrica Georgia LTD -ს შორის დასადები დამატების პროექტი 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაზე.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თა­ნახმად, დამატებას საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრმა კახა კალაძემ.

პრემიერ -მინისტრი             ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია