საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
423
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-09-06
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-06
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 423

2006 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ასიგნებათა  გამოყოფის შესახებ

,,საქართვე­ლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართვე­ლოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის დროებითი წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 2 თებერვლის № 22 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართვე­ლოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გასაცემად „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი­დან გამოიყოს 113 200 (ას ცამეტი ათას ორასი) ლარი, მათ შორის:

№ 1 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გამოეყოს 19 600 (ცხრამეტი ათას ექვსასი) ლარი;

№ 2 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს 36 600 (ოცდათექვსმეტი ათას ექვსასი) ლარი;

№ 3 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს გამოეყოს 27 400 (ოცდაშვიდი ათას ოთხასი) ლარი;

№ 4 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოეყოს 9 400 (ცხრა ათას ოთხასი) ლარი;

№ 5 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოეყოს 5 400 (ხუთი ათას ოთხასი) ლარი;

№ 6 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთე­ლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას _ ვეტერანთა საქმეების დეპარტა­მენტს გამოეყოს 3 400 (სამი ათას ოთხასი) ლარი;

№ 7 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულადი პრემიების გასაცემად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამო­ეყოს 7 200 (შვიდი ათას ორასი) ლარი;

  № 8 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულა­დი პრემიის გასაცემად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

  № 9 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი;

  № 10 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს პროკურატურას გამოეყოს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარი;

  № 11 დანართით გათვალისწინებული პირებისათვის ფულა­დი პრემიების გასაცემად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამოეყოს 1 200 (ერთი ათას ორასი) ლარი;

№ 12 დანართით გათვალისწინებული პირისათვის ფულადი პრემიის გასაცემად საქართველოს ლტოლვილთა და განსახ­ლების სამინისტროს გამოეყოს 600 (ექვსასი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                                      ზ. ნოღაიდელი

 

* დანართები არ ქვეყნდება

 

კრებსითი — სრული ვერსია