რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
413
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-08-31
გამოქვეყნების თარიღი
2006-08-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №413

2006 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის შეწყვეტის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანე­ბათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებისა და „საგადასა­ხადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქ­ტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეუწყდეს რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივ „ნაფიჩხუს” (ჩხოროწყუ), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მირზაანს” (დედოფლისწყარო) და სააქციო საზოგადოება „ინგირის ჩაის” (ზუგდიდი).

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საგადასახადო დეპარტამენტმა (კ. ბაინდურაშვილი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარი-ღიდან ამ საწარმოთა მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი 

 

* დანართი არ ქვეყნდება                                                                                          

                                                                                                                            

კრებსითი — სრული ვერსია