მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
112
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-01-29
გამოქვეყნების თარიღი
2013-01-29
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 112

2013 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-5 მუხლის შესაბამისად, სოფლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:

ა) უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგა­ნოე­ბის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სასოფლო-სამეურ­ნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა , მოსარგებლეთა ან/და ფაქტობ­რივ მფლობელთა მონაცემთა ბაზის შექმნა;

ბ) შემუშავებულ მონაცემთა ბაზიდან უზრუნველყოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთვის იმ პირთა მონაცემების მიწო­დება, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლო­ბე­ლო­ბაში გააჩნიათ 1.25 ჰექტრის ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურ­ნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

2. ეთხოვოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, შეიმუშაოს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, შეუთანხმოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს და უზრუნველყოს პროექტის განახორციელება.

3. ეთხოვოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს დააფინანსოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები.

4. ეთხოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, უზრუნველყონ ამ განკარგულებით გათვალისწინებული პროექტის ფარგლებში მოსარგებლეთათვის სარგებლის გადაცემის და განაღდებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად.

პრემიერ -მინისტრი                      ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია