ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
414
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2007-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-16
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №414

2007 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

ქ. სიღნაღში მიმდინარე რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის დამატებით ღონისძიებათა თაობაზე

1. ქ. სიღნაღის რეაბილიტაციის სამუშაოთა ხელშეწყობის მიზნით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართვე­ლოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურ­სების სამინისტრომ (დ. ტყეშელაშვილი) და ეკონომიკური გან­ვითარების სამინისტრომ (გ. არველაძე) კანონმდებლობით დად­გენილი წესით უზრუნველყონ 5000 მ3 სამასალე მერქნის გამოყოფა.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ განახორციელოს პირველი პუნქტით გან­საზღვრული სამასალე მერქნის ჭრა და უზრუნველყოს მოჭრილი მერქნის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა.

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამი­ნისტრომ უზ­რუნველყოს განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი სამასალე მერქნის ქ. სიღნაღის მუ­ნი­ცი­პალიტეტისათვის გადაცემა.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია