„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 3 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2014-02-04
სარეგისტრაციო კოდი
190020000.35.151.016139
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 3 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2014 წლის 28 იანვარი

დ.სტეფანწმინდა

 

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 3 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“  ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 3 დეკემბრის №21 დადგენილებაში (10.12.2013 წ. 190020000.35.151.016135)  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის   პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულია;

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

 ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული 70%-იანი დაფინანსების შემდგომ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა ანაზღაურდება:

ა)  ღვიძლის ფუნქციების სინჯები;

ბ) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი;

გ)  მუცლის ღრუს ექოსკოპია;

დ) გულმკერდის რენტგენოსკოპია /რენტგენოგრაფია/“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ყველა სახის გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსებული  70%-ის გარდა ანაზღაურდება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,დახმარება გაიცემა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-9 მუხლს  დაემატოს შემდეგი სახის მე-16 პუნქტი:

,,16. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის აუცილებელია სავალდებულო დოკუმენტაციას თან ახლდეს შესაბამისი რწმუნებულის შუამდგომლობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ალიბეგაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია