საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
462
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №462

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. მიეცეს თანხმობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გადასცეს ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში არაუმეტეს 5 წლის ვადით (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონება. სარგებლობის ფორმით სასყიდლით გადაცემისას ქონების სარგებლობაში გადაცემის წლიური თანხა განსაზღვროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის № 898 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე -5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის № 168 განკარგულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სარგებლობაში გადაცემული ან/და მის ბალანსზე რიცხული ქონების აუქციონის გარეშე, დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“.

პრემიერ-მინისტრი                                                           ბ . ივანიშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია