საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 105
2013 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ან/და მათი ოჯახის წევრთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურების, სამკურნალწამლო, სტომატოლოგიური და ლაბორატორიული საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი