„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №195 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
559
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-06-11
გამოქვეყნების თარიღი
2013-06-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №195 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №559

2013 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №195 განკარგულებაში დამატების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №195 განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნტები:

„ვ) „მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;

 ზ)2013 წლის 17-23 ივნისის პერიოდში, მოლდოვაში(კიშინიოვი), „ქართველ სტუდენტთა სემინარი/სამუშაო შეხვედრის“ განხო­ციელე­ბისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ბიძინა ივანიშვილი                           

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია