საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
433
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №433

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული  მოწყობის რეფორმის ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრმა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მოხელეთა ტრენინგის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 ივნისის №1182 განკარგულებით დამტკიცებული, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების საჯარო მოხელეთა ტრენინგის მექანიზმით“ გათვალისწინებული ტრენერების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                                                         ბ. ივანიშვილი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია