,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №407 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
431
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-05-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-05-17
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №407 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №431

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

,, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის № 407 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის N407 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.    განკარგულების პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალტუბო -ხონის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის – 4 346 000 (ოთხი მილიონ სამას ორმოცდაექვსი ათასი) ლარი;“.

2 . განკარგულების პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის საავტომობილო გზის ზარზმა -ადიგენის მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის – 2 458 000 (ორი მილიონ ოთხას ორმოცდათვრამეტი ათასი) ლარი;“.

3 . განკარგულების პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ჯვარი (ჯვარზენი) -ჩქვალერი -საჩინოს საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვისათვის  – 2 013 000 (ორი მილიონ ცამეტი ათასი) ლარი;“.

4 . განკარგულების პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ამ პუნქტის ,,ა“–,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტების საზედამხედველო მომსახურების ხარჯებისათვის – 170 250 (ას სამოცდაათი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი;“.

პრემიერ-მინისტრი                                                                                 ბ . ივანიშვილი

 

 

 

 

 

      

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია